Tuesday, September 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„კრიტიკული შეუსაბამობები მეორედ გამოვლინდა“- სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

September 15, 2025
„კრიტიკული შეუსაბამობები მეორედ გამოვლინდა“- სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

„სენაკში, ბიზნესოპერატორთან კრიტიკული შეუსაბამობები მეორედ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ჯგუფური დაავადების და 1 ლაბორატორიულად დადასტურებული სალმონელოზის შესახებ. შემთხვევა უკავშირდება ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ლესიჭინეში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას; სუფრაზე არსებული საკვები მომზადებული იყო ქ. სენაკში, კაფე-რესტორან „კოლხეთში“ (რუსთაველის გამზირი N176).

ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს სურსათის მწარმოებელ ბიზნესოპერატორთან: ი/მ თეა სილაგავა, მისამართი: ქ. სენაკი, რუსთაველის N176. საფირმო სახელწოდება რესტორანი ,,კოლხეთი“.

არაგეგმური ინსპექტირებისას, სამზარეულოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც მიმდინარე წელს უკვე მეორე შემთხვევაა. მარტში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორს შეჩერებული ჰქონდა საწარმოო პროცესი, რომელიც გამოსწორების შემდეგ აღუდგა. მეორედ გამოვლენილი დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა გაიზარდა – ი/მ თეა სილაგავა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

ბიზნესოპერატორს დაევალა რეცხვა-დეზინფექციისა და დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, ასევე სამზარეულოს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი“,- ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოულოდნელად გარდაიცვალა”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები – რას ჰყვება ოქროს მოწმე
  • ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge