Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიდი მოლოდინი არ გვაქვს იმ სხდომის, სადაც კაია კალასი იქნება თავმჯდომარე- თენგიზ შარმანაშვილი

October 12, 2026
დიდი მოლოდინი არ გვაქვს იმ სხდომის, სადაც კაია კალასი იქნება თავმჯდომარე- თენგიზ შარმანაშვილი

დიდი მოლოდინი არ გვაქვს იმ სხდომის, სადაც კაია კალასი იქნება თავმჯდომარე, თუმცა მაინც გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ პრაგმატიზმი გადასძლევს და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

მისივე თქმით, ვინაიდან, აღნიშნულ სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს, სავარაუდოდ, ის ამ განხილვას „ტონს მისცემს“.

„იცით, რომ ლუქსემბურგში, ამ სხდომას ევროკომისარი კაია კალასი ხელმძღვანელობს. ის, ალბათ, მისცემს ტონს ამ განხილვას. ჩვენ მისი დამოკიდებულება ვიცით – ის არ ცნობს აბსოლუტურად არანაირ რეალობას. შავი ზღვის კონფერენციებსაც კი ატარებს ისეთ ქვეყნებთან, რომელსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და საქართველოს არ ეძახის ხოლმე. რაღაცა ასეთი უცნაური ადამიანია, გეოგრაფიული განსწავლულობიდან გამომდინარე. ასე რომ, რაღაც დიდი მოლოდინები არ გვაქვს. მაინც გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ პრაგმატიზმი გადასძლევს და ვინაიდან, იქ ამ ნაბიჯების დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონა წავა, რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც დიდი მოლოდინი არ გვაქვს იმ სხდომისა, სადაც კაია კალასი იქნება თავმჯდომარე“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებას, რომ „ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს“ და განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები დავალებებს „ყურმოჭრილი მონებივით ასრულებენ“.

„ბალტიისპირელებზე აღარაფერი მითხრათ, რა. მათ დავალებული აქვთ, „რაც გინდა გააკეთე, მაინც უნდა გაგაშავო“. ეს დავალება აქვთ მიღებული და ყურმოჭრილი მონებივით ასრულებენ. ეს ქვეყნები არ არიან სუვერენული სახელმწიფოები, რომელსაც თავისი მოსაზრებები გააჩნიათ და რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ეს იქნება ევროდეპუტატი, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ეს იქნება მინისტრი, ეს იქნება სხვა რომელიმე პოლიტიკოსი, ერთი და იმავე ნარატივს ატარებენ, იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარი აზრის გადმოცემა, ან საკუთარი პოლიტიკის ფორმირება. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. ეს ძალიან სამწუხაროა და ამის გამო, ჩვენ, როგორც ვთქვით, ამ ქვეყნებთან გვაქვს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი და აბსოლუტურად აღარ ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ, რომ მაგან რაიმე რაციონალურს ან სამართლიანს არ ველით“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბავშვების უფასო კვებისთვის ფულს ვერ იმეტებენ, რეპრესიული მანქანის დაფინანსებას კი მილიონობით ლარით ზრდიან – ჩერქეზიშვილი
  • ბათუმში მშენებარე კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
  • ამოღებულია 243 შეკვრა „მეთადონი“ და 50 გრამამდე „ტეტრაჰიდროკანაბინოლი” – დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge