“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმიანება და ციხიდან წერილს ავრცელებს.
“ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ:)
ელენე მაგარია, ყველაზე მაგარი! ეგ კი გაუძლებს!
ქოცები კი, რაც უარესს იზამენ, მით უარესი მათთვის და უკეთესი ქვეყნისთვის. მიდით, მიაწექით, “ანტიქართულო ოცნება”, ბოლომდე გაიფარჩაკეთ თავი!
“იმედია მალე გამოუშვებენ” -ს რატომ არ ვწერ, მართლა იმედია რომ ხვდებით. ლოტოტრონის სამართალში “დაჭერა” მოვარდება თუ “გირაო”, მაგაზე მკითხაობით ვერ დავკავდები:)
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – წერია გვარამიას წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნული დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.