ლევან ხაბეიშვილი ციხიდან “ტვ პირველს” წერილს უგზავნის, სადაც ნათქვამია, რომ ივანიშვილმა პირველად აღიარა მარცხი, ის 4 ოქტომბრის სახალხო, მშვიდობიან რევოლუციას მარცხამდე გაექცა.
როგორც ხაბეიშვილი წერს, საქართველოს დროშების რევოლუცია ახლოვდება, 4 ოქტომბერი არის ჩვენი დიდგორი.
“ასე მხნედ არასოდეს ვყოფილვარ, ივანიშვილმა პირველად აღიარა მარცხი. ყოველთვის სათამაშო მაგიდას თავად შლიდა და შემდეგ თავად მის მაგიდაზე გვეძახდა. ასე იყო სულ. ოთხშიც გაშალა მაგიდა – “არჩევნები” და დაგვპატიჟა, სამაგიეროდ აქეთ პაატა ბურჭულაძემ და ხალხმა გაშალა მეორე ფრონტი და დაუძახა ბიძინას. ივანიშვილი დატყდა ამ ბრძოლიდან. მას არ სურს ხალხის თამაშის წესების მიღება, ის მხოლოდ მის წესებს აღიარებს და 4 ოქტომბერს სახალხო მშვიდობიანი რევოლუცია მისთვის გამოწვევა აღმოჩნდა, რომელსაც მარცხამდე გაექცა. მხოლოდ რწმენა და სიმტკციე გვჭირდება გამარჯვებისთვის. ჩემი სახით, საკუთარი შიში, მარცხი და კაპიტულაცია “დააკავა”. ეშინია მას ლანდისაც და ამიტომ ჩამაგდო დილეგში. ვერ გაუგია ბორიას , რომ საქართველოს დროშების რევოლუცია ახლოვდება, 4 ოქტომბერი არის ჩვენი დიდგორი”, – წერია ხაბეიშვილის წერილში.