Friday, September 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 4 347 000 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

September 12, 2025
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 4 347 000 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 4 347 000 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს მიერ 100 %-ანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კუთვნილი გაზის მაგისტრალურ მილსადენში არსებული ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში ფლობდა პურის ქარხანას, სადაც წარმოებული პურ-პროდუქტებით მარაგდებოდა რეგიონის მოსახლეობა.
პურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულს, კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ავტო გაზგასამართი სადგური და ყოველდღიურად ახდენდა ათეულობით ავტომობილის გაზით გამართვას.
დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღებისა და შესაბამისი კომერციული საქმიანობისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, განახორციელა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კუთვნილი გაზის ორ მაგისტრალურ მილსადენზე უკანონო დაერთება, რა გზითაც, 2024-2025 წლების განმავლობაში, იგი ფარულად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 4 347 000 ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს.
ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით.
ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ფარულად დაუფლებული ბუნებრივი აირის ზუსტი ოდენობისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-მხილების მიზნით, ასევე ბრალდებულის მიერ, დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტთან დაკავშირებით”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Wizz Air-ი ვენაში მდებარე ბაზას ხურავს – ფრენები ქუთაისიდანაც გაუქმდება
  • პროკურატურამ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  • “რატომ დაიჭირეს ხაბე გუშინ და არა უფრო ადრე ან ცოტა გვიან?” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge