ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავებას ეხმიანება.
“დიქტატორმა ივანიშვილმა მუხანათურად დააკავა ოპოზიციის ნამდვილი ლიდერები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა.
ეს არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება. აღარაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო უბადრუკ მოტივებზე, რომლითაც ისინი დაიჭირეს.
ჩვენ გვჭირდება საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა.
აუცილებლად გავიმარჯვებთ!
დიდება საქართველოს!”- წერს მიხეილ სააკაშვილი.