„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება და ამბობს, რომ “ბოლო ჟამი დგას” და “შეუძლებელია, რომ ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს”.
„ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული. მდინარაძე გახდა ახლა „რკინის ხელი“, ეს აბსოლუტური „ფაფაცუა“. დავალება მისცა – ახლა მიდით და დაამტკიცეთ, რომ კაცები ხართო, ოღონდ დაამტკიცეს, რომ აბსოლუტური ლაჩრები არიან. ქალებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ხელს ურტყამდნენ. ცხადია, შეთანხმებულ იყო, შეთანხმების გარეშე იქ „მილიციელები“ რომ იდგნენ, თავზე რომ დააფურთხეს, ვინმეს არ დააკავებდნენ? ცხადია, დააკავებდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ივანიშვილის ისტერიკა იყო, ეს გამოვლინება ბოლო ჟამია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბოლო ჟამი დგას, შეუძლებელია ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს. დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს. ცხადია, პასუხი მშვიდობიანი უნდა იყოს. ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით ყოველდღე და 4 ოქტომბერს საერთოდ, თქვენ აღარ იქნებით”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ერთამენეთს დაუპირისპირდა “ოცნების” მხარდამჭერები და აქციაზე მყოფი მოქალაქეები. დაპირისპირების შედეგად, დაშავდა რამდენიმე მოქალაქე და ჟურნალისტი. ასევე, დაპირისპირების შედეგად დაზიანდა ჟურნალისტების კუთვნილი მობილურები და აპარატურა.