„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს 01:00-დან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში, მამკოდაში, მშრალხევში, ლელუბანსა და მიმდებარე სოფლებში; 09:00-დან 09:10 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ციხისძირი, ნიჩბისი, ხიდისყური, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში 26 მაისის, 9 ძმის, რუსთაველის, ჟებოტის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე; 16:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მსხალდიდი, ლისი და მიმდებარე სოფლებში.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.