დღეს ხაზგასმით ვამბობ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ და აქ არაფერია გასაკვირი, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ბინადრობის მოწმობა, ეს არის უბრალოდ ხანგრძლივი ვიზა, რაც მაძლევს შესაძლებლობას, ფორმალური პროცედურების სრული დაცვით ხანგრძლივი მუშაობის ევროპაში. მუშაობას არ ვგულისხმობ სამსახურის ძებნას, მუშაობის მათ შორის, პარტიის ინტერესებში, ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის, ექსპერტულ ინტერესებში და რამდენიმე ძალიან საინტერესო საექსპერტო წრეებთან პროექტს ვამზადებთ, რაც სულ მალე ნათელი გახდება…
ეს არ არის პოლიტიკური თავშესაფარი, ამისგან უნდათ მითის შექმნა – ეს არის მუშაობის უფლება, ეს მუშაობაც პირდაპირ დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ექსპერტულ საქმიანობასთან ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის გაფართოების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით….
რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას აქედან, მათ შორის, ყველა ის ფორმალური საკანონმდებლო პროცედურა უნდა დავიცვა, რომელიც მაძლევს საშუალებას ევროპაში ხანგრძლივი დარჩენისა და მოღვაწეობის, რა არის აქ უჩვეულო…
დღეს ხაზგასმით ვამბობ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ და აქ არაფერია გასაკვირი.” – თქვა გახარიამ.