კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ეზატთან ავარია მოხდა, – ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.