“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სააქართველოში” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შესაძლოა, აშშ-ში შესვლა სამუდამოდ აიკრძალოს, თუ ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული.
“აშშ-ში შესვლა შესაძლებელია სამუდამოდ აგიკრძალონ, თუ ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული. წვრილმანი დანაშაულიც კი შეიძლება გახდეს ვიზაზე უარის მიზეზი. საკონსულო ოფიცრებს აქვთ წვდომა თქვენს სისხლის სამართლებრივ წარსულზე და აღმოაჩენენ ყველა დარღვევას, ან დაპატიმრებას.
აპლიკაციის შევსებისას და გასაუბრებისას თქვით სიმართლე – ტყუილის გამო, შესაძლებელია, აგეკრძალოთ შესვლა” – წერია განცხადებაში.