“ნაციონალურ მოძრაობას” “ოცნებისგან” აინტერესებს, როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელით ენმ-ს ედავებიან, დაიკითხა თუ არა ამჟამად საკონსტიტუციოს მოქმედი მოსამართლე და იმ დროს პროკურორის მოადგილე ვასილ როინიშვილი, ასევე მაშნდელი გამომძიებელი რესან კონცელიძე, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატია.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ თქვა, რომ ასეთი ტიპის შეკითხვები მოიხსნება გამომდინარე იქიდან, რომ თუ ვინ იყო ამა თუ იმ კონკრეტული საქმის გამომძიებელი და პროკურორი, არ არის რელევანტური სარჩელთან მიმართებით.
თავად ვასილ როინიშვილმა კი თქვა, რომ სანამ ის პროკურორის მოადგილე იყო და რა საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა, რომ არ ჩატარებულიყო, „იმ საქმიდან საერთოდ არაფერი გამოვიდოდა“.
ანა წითლიძე – „ხომ არ გახსოვთ, ვინ იყო შავაძის საქმის გამომძიებელი და პროკურორი. დაკითხეთ თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით 2016 წლის ჩათვლით ამ საქმის გამომძიებელი რესან კონცელიძე, რომელიც თქვენი დეპუტატი გახდა შემდეგ, და ბატონი ვასილ როინიშვილი, რომელიც პროკურორი იყო… ბატონი ვასილი, ვიცი, რომ დაკითხულია.
არჩილ გორდულაძე – ” პასუხები არის — კი, პასუხები არის სასამართლო განაჩენები და მხარეს თუ ეს ყველაფერი აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტელევიზია იღებს, ეგ გასაგები მომენტი არის. ეს შეკითხვა არის მოსახსნელი, ქალბატონო ანა, და ვინ გამოიკითხა და ვინ არა, მეგის ქარდავას მოჰკითხეთ”.
