Tuesday, August 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როდის გაიმართება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა? – რა ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის კანცლერი

August 19, 2025
როდის გაიმართება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა? – რა ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მისი ძალისხმევით რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინი ამ შეხვედრას ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დასთანხმდა. შეხვედრის ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ არ ვიცით, ეყოფა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს გამბედაობა, რომ ასეთ სამიტს დაესწროს. ამიტომაც საჭიროა მისი დაყოლიება“, — განაცხადა მერცმა, რომელიც იმ ევროპელ ლიდერთა დელეგაციის წევრი იყო, რომლებიც ორშაბათს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდასაჭერად ჩავიდნენ.

„შეხვედრაზე, შესვენების დროს, ამერიკის პრეზიდენტი სატელეფონო საუბრისას შეუთანხმდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება“, — განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მოგვიანებით, ტრამპი სამმხრივი შეხვედრისთვის კიდევ ერთ მოსაწვევზე დათანხმდა, რათა „მოლაპარაკებები ნამდვილად დაწყებულიყო“.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ტრამპზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ევროპელები შეხვედრაზე ერთიანი ფრონტით წარდგნენ.

„აბსოლუტურად ნათელია, რომ მთელი ევროპა უნდა მონაწილეობდეს“, — განაცხადა მერცმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აშშ-ში შესვლა შესაძლებელია სამუდამოდ აგიკრძალონ” – აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს
  • როდის გაიმართება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა? – რა ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის კანცლერი
  • “საქართველოდან 30 პირი გავაძევეთ” – რა განცხადებას ავრცელებს შსს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge