პროტესტის 254-ე დღე- რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
აქციის მონაწილეებს, ასევე შეუერთდნენ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან იყვნენ შეკრებილები ლოზუნგით: “ომი რუსეთმა დაიწყო“.
მომიტინგეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოს, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები აქვთ მიტანილი.