Friday, August 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

August 8, 2025
“ამ საუბარს ჰყავს ბევრი მოწმე, თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი, რუსეთის გვერდის ავლით, ახალი სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის გახსნაზე შეთანხმდნენ.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი საქართველოსთვის “გეოპოლიტიკური კატასტროფა” იქნება, რადგანაც ქვეყანა სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას დაკარგავს.

სააკაშვილი წერს, რომ ახალი სატრანზიტო დერეფანი რუსეთსა და ირანთან ერთად, გვერდს აუვლის საქართველოსაც, რაც მისი თქმით, “გეოპოლიტიკურ იზოლაციაში” მოგვაქცევს.

“უმძიმესი გეოპოლიტიკური კატასტროფა საქართველოსთვის

საქართველოს კეთილდღეობა ჩემს დროს დაეფუძნა ძირითად წყაროს – სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც ჯერ შევარდნაძის დროს მოვიპოვეთ და ჩემ დროს გავაღრმავეთ, ტურიზმს და ჩვენს სტატუსს, როგორც „მსოფლიო დემოკრატიის შუქურის“, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გვხდიდა ინვესტიციებისთვის.

ასევე გვამაგრებდა ჩემს დროს დამყარებული ფართო საერთაშორისო კავშირები და სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაწყება. ეს ოთხი ფაქტორი იყო ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, სწორედ ჩვენს სატრანზიტო ფუნქციის და განსაკუთრებით დემოკრატიული სისტემის დასაცავად გამოაგზავნა ბუშმა 2008 წელს მე-6 ფლოტი.

ივანიშვილმა გაანადგურა ქართული დემოკრატია, მოახდინა საქართველოს იზოლაცია, მისი ძირითადი მოკავშირეებისგან და ახლა ამ ყველაფრის გამო ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას.

დღეს დაგეგმილი, ამერიკა-აზერბაიჯან-სომხეთის საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის თანახმადაც ამერიკა 100 წლით არენდაში იღებს ზანგეზურის დერეფანს, ხსნის ახალ სატრანზიტო დერეფანს ევროპიდან ჩინეთში, ამჯერად საქართველოს, ირანის და რუსეთის გვერდის ავლით.

დიახ, სწორედ ირანთან და რუსეთთან ერთად ვექცევით სრულ გეოპოლიტიკურ იზოლაციაში. ეს ნიშნავს რომ რკინის ფარდა ეშვება წითელ ხიდზე და ჩვენ ვიჩეხებით უფსკრულში, მოსკოვთან და თეირანთან ერთად.

ლაზიკის პორტის პროექტი აზრს კარგავს, ისევე როგორც არსებული ქართული პორტები და საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ხდება მოსახლეობის კიდევ უფრო დაჩქარებული გასვლა და საყოველთაო სიღარიბე. აი სად მიგვიყვანა ამერიკასთან და ევროპასთან სტრატეგიული კავშირის გაწყვეტამ.

რა ირონიულია რომ ეს ყველაფერი ხდება აგვისტოს ომის წლისთავზე“, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ცნობისთვის, დღეს Reuters-მა დაწერა, რომ თეთრ სახლში შეხვედრის დროს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები რუსეთის გვერდის ავლით ახალი სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის გახსნაზე შეთანხმდებიან.

ამასთანავე, გამოცემა TRIPP-ის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კორიდორს დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭება.

როგორც გამოცემა წერს, სატრანსპორტო კორიდორის განვითარებასა და მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლებები ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველო აღარავის დაემონება, მათ შორის არც რუსეთს“-აქტივისტებმა ბარათაშვილის ხიდზე ბანერი გადმოფინეს
  • ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს – საყურადღებო ინფორმაცია
  • პროტესტის 254-ე დღე- რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge