“ახლა ისეთი გაბრაზებული ვარ, საიდან დავიწყო, არ ვიცი. გუშინ იყო სატელევიზიო გადაცემაში, სადაც ითქვა, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს, ეს ძალიან არ მესიამოვნა”. – განაცხადა აგვისტოს ომის გმირის, ალექსანდრე თანდაშვილის დედამ მედიასთან.
“17 წელი გავიდა რაც შვილი დამეღუპა, ეს ძალიან მძიმეა. 17 კი არა, რამდენიც გინდა გავიდეს, დედისთვის ეს არის დაუვიწყარი. შვილს ვერასდროს ვერ დაივიწყებ, მითუმეტეს ჩემი შვილი. ჩემი შვილი ეს იყო ყველა ომში ნაომარი, სამშობლოსთვის თავდადებული. აფხაზეთის ომში მძიმედ დაჭრილი. 9 აპრილიდან მოყოლებული, ერაყი გინდა – თუკი საქართველოში რამე ყოფილა, ყველგან მონაწილეობდა. აი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი ბოლო მოეღო. გუშინდელი გადაცემა, თქვენ როგორც გინდათ ისე გაშიფრეთ – მე ჩემი გულის ტკივილს ვამბობ, ძალიან არ მესიამოვნა. ძალიან მეწყინა, მე არ ჩავუღრმავდები ახლა, დანარჩენი თვითონ იციან. ეს ჩვენ, მშობლებს, ძალიან გვეწყინა და არაფერი საბოდიშო რუსეთთან ჩვენ არ გვაქვს” – აგვისტოს ომის გმირის, ალექსანდრე თანდაშვილის დედა.