“იმდენი შეგნება თუ არ გაქვს, არ იხუმრო ეკლესიაზე, პატრიარქზე, მწერლებზე, ვერ დაგიცავს პოლიცია ყველგან… ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის „გაუტარებს“ ქართული საზოგადოება”, – ამბობს ზარქუა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება.
ონისე ოქრიაშვილს თავს გუშინ დაესხნენ – მას სადარბაზოსთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. მისი ცოლის ინფორმაციით, “მას დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი, სისხლიანი ჰქონდა ხელი, დაწითლებული აქვს კისერი და თავში ურტყამდნენ”. ასევე, თვითმხილველის მიერ გუშინ გადაღებულ კადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში ოცნების პროპაგანდისტული მედია ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენების გამო ონისე ოქრიაშვილის დისკრედიტაციას ეწეოდა.
ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
