მოძრაობა „საპროტესტო აუდიტორიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კლდონაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც განაცხადებს, რომ დილით, მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
„დილის 8 საათზე დაგვადგნენ პოლიციის თანამშრომლები, გვითხრეს, რომ ჩხრეკაზე არიან. ჩხრეკა შეეხებოდა 2021 წელს სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე აღძრულ საქმეს, რომელსაც მე მაბრალებენ.
2021 წლიდან დღემდე მიმდინარეობს გამოძიება და რატომღაც ახლა გაახსენდათ რომ ჩხრეკა უნდა ჩატარდეს.
მშვიდობაა მეგობრებო, ბრძოლა გრძელდება, მე პირადად მზად ვარ და მთელი ჩემი ოჯახი მზადაა, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ, არც დაჭერის მეშინია, იმიტომ რომ ცამდე მართალი ვარ, არც არაფრის არ მეშინია, უკვე შეგუებული ვართ იმ პროცესს რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.” – განაცხადებს გიორგი კლდონაშვილი.