სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 2027 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდებასახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 2027 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდება
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დადგენილების მიხედვით, უწყების ლიკვიდაციის პროცესი 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება.
სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესს სპეციალური კომისია უხელმძღვანელებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა და განსაზღვროს, რომელ უწყებებს გადაეცემა სააგენტოს ქონება, დოკუმენტაცია და მიმდინარე ვალდებულებები და სხვა.
„გრანტის მართვის სააგენტო ვალდებულია, 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გაქვითვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ამასთანავე, კომისიამ უნდა განსაზღვროს უწყება, რომელიც სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების მიმღებთა ვალდებულებების შესრულებას გააკონტროლებს.
ცნობისთვის, სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო მთავრობის №119 დადგენილებით 2025 წლის 15 აპრილს შეიქმნა და პირველი საგრანტო განაცხადების მიღება იმავე წლის ივლისში დაიწყო.
სააგენტოს დაარსებას წინ უძღოდა “უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიზანი დასავლური დონორები ორგანიზაციებისგან საგრანტო დაფინანსების შეზღუდვა იყო.
მმართველმა გუნდმა ამის ალტერნატივად სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შექმნა და საგრანტო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო.