“სამხედრო რომ ხარ, პოლკოვნიკის ჩინს რომ მოგანიჭებენ და მაგრად გიხარია, დაახლოებით ასეთი განცდა მაქვს… რუსებმა კარგ ხასიათზე მომიყვანეს”, – ასე ეხმაურება “დღის ამბებში“ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ალეკო ელსიაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ელისაშვილი დიდ პატივად მიიჩნევს იმას, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამო, რუსებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.
“სამხედრო რომ ხარ, პოლკოვნიკის ჩინს რომ მოგანიჭებენ და მაგრად გიხარია, დაახლოებით ასეთი განცდა მაქვს. ძალიან დიდი პატივია, რომ უკრაინელი ხალხის ჩემს მიერ მხარდაჭერის გამო, რუსებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მე უკრაინაში პირველ რიგში იმან წამიყვანა, რომ საქართველოს და უკრაინის საერთო მტერთან მებრძოლა და საქართველოს ინტერესები დამეცვა. ძალიან ვიამაყებ მთელი ცხოვრება, რომ ძალიან მაგარ ბიჭებთან, როგორც უკრაინელ ასევე უცხოელებ მეომრებთან და პირველ რიგში ქართველ ბიჭებთან ერთად ვიყავი. მაინც ოროსნები არიან რუსები და ბევრი შეცდომები უწერიათ, მე ქართულში არა, უცხოურ ლეგიონში ვმსახურობდი, და მეორე, უწერიათ, რომ ფული აიღო და დაქირავებული მებრძოლი იყოო, მე მოხალისე ვიყავი და ერთი თეთრი არ ამიღია, ერთი იმათი ფული არ ამიღია, თავიდან ბოლომდე მოხალისე ვიყავი. ჩემი ფულით წავედი და წამოვედი, თვენახევარი ვიყავი იქ და ერთი სწორი რაც არის, ირპენის გათავისუფლების ოპერაციაში ვმონაწილეობდი, რითაც ვამაყობ. რუსებმა კარგ ხასიათზე მომიყვანეს, -განაცხადა ელისაშვილმა.