6 თვეში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით ბიუჯეტში 126 332 000 ლარი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2025 წლის ორი კვარტალის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 136.13%-ით შეასრულა.
სააგენტოს ცნობით, აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში 126 332 000 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო. შეგახსენებთ, რომ 2 კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 92 800 000 ლარს შეადგენდა.
“სააგენტო განაგრძობს ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და პროაქტიურად სთავაზობს კერძო სექტორს სხვადასხვა სახის აქტივებს. პრივატიზაციის პროცესი სრულად ელექტრონულია, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე, რაც კერძო პირებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში და გახდნენ სახელმწიფო ქონების მფლობელები” – წერია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.