შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, პაკისტანის მოქალაქე – 2003 წელს დაბადებული მ.უ. დააკავეს.
მათივე თქმით, ჩხრეკის შედეგად ნივთმკიცებად ამოღებულ იქნა 44 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი” და „ალფა-პვპ”.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, პაკისტანის მოქალაქე – 2003 წელს დაბადებული მ.უ. დააკავეს.