“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებელია ვიზის გამოყენება ამერიკაში მშობიარობის მიზნით, რათა შვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭოს.
მათი განცხადებით, საკონსულოს ოფიცრები უარს იტყვიან ვიზის გაცემაზე, თუ მათ ექნებათ საფუძველი, რომ თქვენი მიზანი შვილისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მიღებაა.
“დაუშვებელია თქვენი ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის, იმ მიზნით, რომ თქვენს შვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭოს.
საკონსულო ოფიცრები უარს განაცხადებენ ვიზის გაცემაზე, თუ მათ ექნებათ ეჭვის საფუძველი, რომ ეს არის თქვენი გამგზავრების მიზანი” – წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.