აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული ნავთობის დიდი ოდენობისა და მისი მოგების მიღების მიზნით გაყიდვის გამო, აშშ “მნიშვნელოვნად გაზრდის” ინდოეთის მიერ გადასახდელ ტარიფებს.
“ინდოეთი არა მხოლოდ ყიდულობს რუსული ნავთობის უზარმაზარ რაოდენობას, არამედ შეძენილი ნავთობის დიდ ნაწილს ღია ბაზარზე ყიდის დიდი მოგების მისაღებად. მათ არ აინტერესებთ, რამდენი ადამიანი ეწირება უკრაინაში რუსული სამხედრო მანქანას. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ აშშ-სთვის გადასახდელ ტარიფს. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!”, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
30 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთს 25 %-იან ტარიფებს და ასევე ჯარიმას დაუწესებდა.