Wednesday, September 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“ძალიან მეშინოდა ამ დღის”- ავარიის დროს დაღუპული გოგონას და ემოციურ პოსტს ავრცელებს

August 4, 2025
“ძალიან მეშინოდა ამ დღის”- ავარიის დროს დაღუპული გოგონას და ემოციურ პოსტს ავრცელებს

14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა გოგონას,  მეგი ჯაიანის და  ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს და ტექსტს აზიარებს, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ.

„მეგიკუნაა..

დღე 50- უშენობის..

დღე 50- ტკივილიანი..

დღე 50- რემლიანი..

დღე 50- ჩემი სულის ნაწილი რაც გაიყოლე და მე აქ სუნთქვა მიჭირს..

დღე 50- მიჭირს აზრებს თავი მოვუყარო..

მე ყველანაირად ვეცადე, ყველაფერი საუკეთესოდ გამეკეთებინა შენთვის, უფრო მეტსაც იმსახურებ შენ.. ვუყურებ ცარიელ ოთახს, უსიცოცხლოს, სადაც სამის მაგივრად ვართ ორი.. საიდანაც ისმოდა სიცილი, ახლა მხოლოდ ცრემლიან სახეებს ვხედავ.. აღარც დედიკო აღარ შემოდის და არ გვეჭორავება, აღარც მამიკო აღარ შემოდის და არ გვეძახის ჩემი სამი პრინცესაო.. თვალებს ვხუჭავ და ჩემს წინ ცოცხლდება ჩვენი მთელი ბავშვობაა..კვლავ თვალებს ვხუჭავ და ღმერთს ვთხოვ, ნეტავ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს, ნეტააავვვ… მენატრება ჩვენი უდარდელი ბავშვობა, მენატრება ჩვენი ტრიო და მენატრები შენ..

ბოლო წუთამდე იმედს ვეძებდი ყველას თვალებში, ბოლო წუთამდე ყველას ვთხოვდი რომ 2 წუთით მაინც შემოვეყვანე შენთან.. ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. შენი უსიცოცხლო სხეული ახლა ისეთი მშვიდია, როგორც არასდროს.. შენ გძინავს იმ ძილით, სადაც სიზმრები რეალობად იქცევა და მჯერა რომ იქ მაინც ხარ ბედნიერი. არ ვიცი, ზოგჯერ იმდენად ვგრძნობ შენს სიახლოვეს, გაგიჟებით გეძებ ირგვლივ, მაგრამ ისევ სიცარიელეა, სიჩუმეა.. და მე ვერაფერს ვერ ვცლი…

დღეს მწარე რეალობის წინაშე მოგვიწია ყოფნა.. ძალიან მეშინოდა ამ დღის.. ძალიან არ მინდოდა ასე, ცივ ქვაზე შენი ულამაზესი სახის ნახვა მეგი. შენი ღიმილი, შენი თვალები, შენი წარბები.. ისე მომნატრებიხაააარრრ. ის ტკივილი ვიგრძენი, ისევ ის ტკივილი განმიახლდა რაც 14 ივნისს.. ძალიან არ მინდა არც იმ დღის გახსენება და არც რეალობაზე თვალის გასწორება..

ორმაგად რთული აღმოჩნდა ეს დღე ჩემთვის.. ვერ ვგრძნობ დროის გასვლა, საუკუნედ იწელება რადგან ყოველი დღე ერთი და იგივე შინაარსისაა, ერთი და იგივე ფერის.. რამხელა დარდი აქვს ჩემს გულს და რამხელა ტკივილს ატარებს, რაც დრო გადის უფრო და უფრო უარესის გავლა უწევს.. მიკვირს როგორდა მიკვირს როგორ ვიღიმი.. მაგრამ მეგიკუნა შენც ხომ იცი, რომ ეს ღიმილი ყალბია, არც გულიდან არ არის წამოსული, ამ ღიმილის უკან სული ტირის, ყვირილი უნდა, განადგურებულია და რა გააკეთოს ვეღარ ხვდება.. აღარ მინდა უშენოდ, ძალიან მიჭირს და ძალიან რთულია მეგიკუნა. ნეტა რამით შემეძლოს შენი დაბრუნება, დაუფიქრებლად გავწირავდი საკუთარ თავსსაც კი.. მაგრამ ისევ შენს მოლოდინში გადის დრო და გეძებ ყველგან..

მეგიკუნა.. ცხოვრებაში უნდა გცოდნოდა რომ ამდენს ადამიანს უყვარდი, მეგიკუნა ჭირში დაინახავ ყველას ნამდვილ სახესო და გაიცნობო, ამაშიც ახლა უფრო დავრწმუნდი.. ამ ამბებს, მერე ცალკე მოგიყვები, ჩვენებურად. შენი საყვარელი ფერი ხომ იასამნისფერია, ხოდა ვეცადე ყველაფერი იასამნისფერში მომეტანა შენამდე.. სამწუხაროდ შენი ასაკი 22 წელზე გაჩერდა შენთვის, უფრო სწორი იქნება “გააჩერეს” , “გაგწირეს” შენც და კიდევ 2 ანგელოზი.. მე ვიბრძოლებ შენთვის, თქვენი სულისთვის, რომ იქ მაინც იყოთ მშვიდად…

მეგიკუნა, რა დრო უნდა გავიდეს რომ უშენობამ არ ამოხეთქოს, შენზე წამით გაფიქრებაც კი საკმარისია რომ გული აჩქარდეს და სევდიანი თვალები, ცრემლით აივსოს.. 2025 წლის ზაფხული, 14 ივნისი შავ ლაქად დარჩება ჩეემს ცხოვრებაში.. არ მიეცემა დავიწყებას არასდროს, რადგან ზაფხული რომელიც ბედნიერი და ხალისიანი უნდა ყოფილიყო, ახლა დაკარგა ყველა ის სიხალისე და შავ ფერმა მოიცვა.. იცოდე, ჩემთვის აწი აღარ გაგრძელდება ისევ იმ ხალისით აქ ყოფნა, როგორც შენამდე. არც იმ სიხარულით და არც იმ ბედნიერი დღეებით. და კვლააავ, უშენობის 50-ე დღე და კიდევ რამდენი დღე ღმერთმა იცის მხოლოდ… იმედია მალე შევხვდებით ჩემო ანგელოზო…“, – წერს ნაზი ჯაიანი.

შეგახსენებთ, 14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია ხაშურში – დაშავებულია 3 ადამიანი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ეღირება უცხოური ვალუტა ხვალ
  • თბილისში შვილმა მამა დაჭრა – პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალი წარედგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge