თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად აქციას მართავენ.
აქციის – “არ გაბედო სადამსჯელო ფსიქიატრიის გამოყენება” მონაწილეები, პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლოს მიერ პატიმრისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას აპროტესტებენ.
მანამდე ნინო დათაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც წერს: “ეს ყველას შეეხება, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა”.
ცნობისთვის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.