უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს უწევს. ისინი სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ აღშფოთებულები არიან მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებული ბრალდებებით.
“ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისთვის სივრცის შემცირებასთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთების სიმბოლოდ იქცა, დღეს დასრულდა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვები წარმოადგინა.
ჩვენი სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივა, რომელიც საქმეს აკვირდებოდა, შეშფოთებულია მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებებით და იმით თუ როგორ წარიმართა პროცესი.
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით განაჩენს და გამოვაქვეყნებთ სამართლიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს სასამართლო პროცესს საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში“, – ნათქვამია კლუნების ფონდის განცხადებაში.