Saturday, August 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ დაუშვათ ავტომობილში ბავშვის დატოვება…“ – პედიატრის მიმართვა

August 1, 2025
“არ დაუშვათ ავტომობილში ბავშვის დატოვება…“ – პედიატრის მიმართვა

„არ დაუშვათ ავტომობილში ბავშვის დატოვება, რადგან ტემპერატურა სწრაფად აღწევს 17-დან 49 გრადუსამდე“,- ამის შესახებ პედიატრი ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს.

 პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავეთ 11 საათიდან 19 საათამდე გარეთ ყოფნისგან. არ დაუშვათ პატარების დახურულ სივრცეში დატოვება, განსაკუთრებით ავტომობილში, რომელშიც ტემპერატურა სწრაფად აღწევს 17-დან 49°C მდე.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ 1 წლის ასაკამდე ბავშვების შემთხვევაში, რომელთა თერმორეგულაციის ცენტრი უმწიფარია და პირდაპირ დამოკიდებულებაშია სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურასთან. ხშირად გადაავლეთ გრილი დუში, რადგან ოფლის ჭარბ გამოყოფას ახლავს კანის პასუხი ე.წ. ნაოფლის გამონაყარის სახით, რომელსაც ქავილი და დისკომფორტი ახლავს.

ჩააცვით ბავშვებს გრილი, ფართო და თხელი სამოსი, დამზადებული ნატურალური მასალისგან. მიეცით დიდი რაოდენობით სითხეები, ელექტროლიტებით მდიდარი მზა და მარტივად მოსამზადებელი ხსნარები. შეძლებისდაგვარად უზრუნველყავით მოხუცების და ბავშვების ადგილსამყოფელი სავენტილაციო საშუალებებით. გარეთ არ უნდა იყონ:

მცირე ასაკის და ხანდაზმული ადამიანები;

გულსისხლძარღვთა სისტემის,ფილტვის უკმარისობის მქონე და ასევე, ჭარბწონიანი ადამიანები;

ყველაზე მძიმე გართულებები: გადახურებით გამოწვეული კუნთების სპაზმი(კრუნჩხვა); სითბური გამოფიტვა; სითბური გადახურება(ყველაზე მძიმე გართულება).
არ შეიძინოთ ბურღულეული და მალფუჭებადი პროდუქტები ღია სივრცეებში, რომელშიც არ არის კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა. მაცივარში ულუფებად დაფასოებული პროდუქტები შეინახეთ. დაუშვებელია გაყინული პროდუქტის გალღობის შემდეგ დარჩენილი ხორცპროდუქტების საყინულეში ჩაბრუნება.

თუ თქვენი ოჯახის წევრი დიდხანს დარჩა მაღალ ტემპერატურაზე და აღენიშნება ძლიერი სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი, ცხელება, წნევის დაბალი ციფრები, ან ცხელება, რომელსაც არ ახლავს კატარალური მოვლენები, გადაიყვანეთ გადაუდებელი დახმარების დაწესებულებაში. სიფრთხილისკენ მოწოდებასთან ერთად ჯანმრთელობას გისურვებთ,“ – წერს ლალი ჯანაშია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რაჭაში მდინარე ლათქიშორა ადიდდა – ვრცელდება კადრები
  • “გრიგალმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და ჩახერგა საავტომობილო გზები”- სტიქია კახეთში
  • მოძრაობა იზღუდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge