Saturday, August 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პაციენტებისთვის რეგისტრაცია იწყება – ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა

August 1, 2025
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პაციენტებისთვის რეგისტრაცია იწყება – ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა განისაზღვრა. ცვლილება იმ პაციენტებს ეხება, ვინც, მანამდე, სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდა.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფომ, უკვე მოამზადა სარეგისტრაციო პლატფორმა და დეტალურად დაგეგმა პაციენტების გადმოსვლის პროცესი:

„მომზადდა, საკმაოდ, მოსახერხებელი ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება რეგისტრაციის განხორციელება. თუმცა, ვინც უპირატესობას მიანიჭებს, უშუალოდ, ადგილზე ამ განაცხადის გაკეთებას, შეუძლია, ნებისმიერ ცენტრს მიმართოს. დაწესებულებების სია, ასევე, გამოქვეყნებული იქნება იმავე პლატფორმის მეშვეობით. რეგისტრაციის პროცესი აუცილებელია თავად ბენეფიციარების ინტერესებისთვის, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესი და შესაძლებელი იყოს სერვისით შეუფერხებლად სარგებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ბენეფიციარებს რეგისტრაციის გავლა, 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში შეეძლებათ. რეგისტრაცია განხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია, ასევე, „ონლაინ“, ვებგვერდზე – www.ost.moh.gov.ge (საიტი რეგისტრაციის პერიოდისთვის ამოქმედდება).

მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფას და აღნიშნა, რომ ეს პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება. ამასთან, თუ პაციენტთან დაფიქსირდება ჩანაცვლებითი მედიკამენტების არარეგულარული მოხმარება, მომსახურება შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს, რადგან ეს მიუთითებს რეალური დამოკიდებულების არქონაზე.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ კერძო სერვისის მიმწოდებლებს დაევალათ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და მონაცემების გადაცემა, რაც მკურნალობის სწორ დაგეგმვას უზრუნველყოფს.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაგვიანებით განაცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, პრაქტიკულად, იძულებულნი ვიქნებით, თავიდან, ინდივიდუალურად მოხდეს პაციენტის შეფასება და შესაბამისად, ამ გზით დაგეგმვა მკურნალობის კურსისა. ეს გაართულებს მდგომარეობას. ამიტომ, მინდა, მოვუწოდო თითოეულ ბენეფიციარს, რომელსაც სურვილი აქვს მკურნალობის გაგრძელების, დარეგისტრირდნენ დადგენილ ვადაში, ანუ 4 აგვისტოდან – 11 აგვისტოს ჩათვლით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლისთვის, პაციენტი, 2025 წლის 1 აგვისტომდე, ჩართული უნდა იყოს ჩანაცვლებითი მკურნალობის შესაბამის პროგრამაში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პაციენტი SMS შეტყობინებას მიიღებს, სადაც მითითებული იქნება, როდის და სად უნდა გამოცხადდეს წამლის მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რაჭაში მდინარე ლათქიშორა ადიდდა – ვრცელდება კადრები
  • “გრიგალმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და ჩახერგა საავტომობილო გზები”- სტიქია კახეთში
  • მოძრაობა იზღუდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge