უწყვეტი პროტესტის 247-ე დღე – პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზაც.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.
ცნობისთვის თბილისის პარალელურად აქცია მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთანაც, სადაც მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.