Thursday, July 31, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

July 31, 2025
“ცხადია, ამის რისკი მუდმივად არსებობს…” – რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ მაცივარში პლასტმასის ბოთლებით წყლის გაყინვა სახიფათოა.

„სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში. ზოგჯერ ყინავენ კიდეც. სასურველი არ არის წყალი მაცივარში შევინახოთ იმ პლასტმასის ბოთლებით, რომლებიც ერთჯერადი ხმარებისთვისაა განკუთვნილი (წყლის, გაზიანი სასმელების ბოთლები), განსაკუთრებით არასწორია წყლის გაყინვა ამ ბოთლებით.

პლასტმასის ერთჯერადი ბოთლების მავნებლობა გარდა ქიმიური ნივთიერებებისა იმითაც არის განპირობებული, რომ მათი ბოლომდე კარგად გარეცხვა შეუძლებელია და ნაპრალებში ბაქტერიების დარჩენის და გამრავლების რისკია. პლასტმასის ბოთლი განსაკუთრებით ზიანდება გაყინვისას.

აქვე სიტყვამ მოიტანა და არ შემიძლია არ ვახსენო ის საშინელი პრაქტიკა, რასაც ამ სიცხეში ხშირად ვხედავთ – მზის გულზე დალაგებული წყლის და გაზიანი სასმელების ბოთლები.
ისევ წყლის გაცივებას რომ დავუბრუნდეთ, კარგი გამოსავალია მაცივარში წყლის შენახვა შუშის ბოთლებით ან სხვა თავდახურული შუშის ჭურჭლით“, – წერს მაია ბუწაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • მეცნიერებმა აუტიზმის 4 ქვეტიპი გამოავლინეს – უახლესი კვლევა
  • ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge