Thursday, July 31, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

July 31, 2025
ის რაც უნდა ვიცოდეთ 29 იანვრის შესახებ -პიკი 16:35 საათზეა

ვერძი

გამონახეთ დრო სუფთა ჰაერზე ყოფნისთვის — ეს დღე ჯანმრთელობასა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას უნდა მიუძღვნათ. უარი თქვით ხმაურზე და აურზაურზე. სასურველია, რომ საღამო ოჯახურ წრეში ან საყვარელ ადამიანთან ერთად, მშვიდ გარემოში დაასრულოთ.

კურო

ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, ყველა საქმეს ერთდროულად გაუმკლავდეთ. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ეს დღე გთავაზობთ. ვარსკვლავების დახმარებით მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ იოლი გამარჯვების იმედი არ უნდა გქონდეთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი ყურადღება უახლოესი დღეების მიზნებზე გადაიტანოთ. საქმის საბოლოო შედეგი თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ზუსტად გიკარნახებთ, ვის შეგიძლიათ ენდოთ და ვის უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავალს მიიღებთ და იპოვით გზას, რომ მიღებული თანხა სწორად განკარგოთ. შესაძლოა, რთული არჩევანის გაკეთება მარტო მოგიწიოთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს პრობლემებს თქვენზე უკეთ ვერავინ გაუმკლავდება.

ლომი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ ექიმთან ვიზიტს გეგმავდით, სამომავლოდ აღარ გადადოთ. სასურველია, საღამოს ხმაურიან თავყრილობებს მოერიდოთ, დრო მშვიდად გაატაროთ და ძალები აღიდგინოთ.

ქალწული

აუცილებლად მიხედეთ საყოფაცხოვრებო საქმეებს — ერთ-ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებას დიდი ხანია აჭიანურებთ, ამ დღეს თავს შეგახსენებთ. გახსოვდეთ, რომ პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხები უმჯობესია სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში განიხილოთ.

სასწორი

გადაწყვეტილება, რომელსაც სამსახურთან დაკავშირებით მიიღებთ, სწორი აღმოჩნდება და მალე ამაში თავადვე დარწმუნდებით. არსებობს შესაძლებლობა, რომ მოულოდნელად შემოსავალი მიიღოთ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ მის წყაროს. თუ წინდახედულობას არ გამოიჩენთ და ემოციების გავლენით იმოქმედებთ, შესაძლოა, საკუთარ თავს პრობლემები შეუქმნათ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად შეასრულებთ დავალებას. ვარსკვლავები ხელს გიწყობენ პროფესიულ ურთიერთობებში. მოერიდეთ ჭორიკანა ადამიანებს — მათ შეიძლება თქვენი ავტორიტეტი ძალიან დააზარალონ.

მშვილდოსანი

გარშემო ბევრ ყურადღებას გრძნობთ, თუმცა ის შეიძლება თქვენთვის მეტისმეტად დამღლელიც კი აღმოჩნდეს. პირად ურთიერთობებში ინტუიციას უნდა ენდოთ. მისი დახმარებით საყვარელ ადამიანებთან საერთო ენას იპოვით და კონფლიქტს თავიდან აიცილებთ.

თხის რქა

აჩქარების ან დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო შესაძლოა, დიდხანს ინანოთ. მოლაპარაკება რთულად ჩაივლის. შეიძლება, ფინანსურად დაზარალდეთ, მაგრამ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარებათ. გირჩევთ, საღამოს ვარსკვლავების დადებითი გავლენა გამოიყენოთ და მტკივნეული საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ.

მერწყული

გონებრივი შესაძლებლობები გაუმჯობესებულია, რაც დაგეხმარებათ, გამოცდები წარმატებით ჩააბაროთ ან ინფორმაცია ეფექტურად აითვისოთ. რთული საქმეები სჯობს დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ. მოერიდეთ პირადი ცხოვრების განხილვას ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.

თევზები

დილას სასიამოვნო სიახლეები გელით — აუცილებლად გამოიყენეთ ისინი. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დაბრუნდეს ადამიანი, რომელიც ადრე ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო. ნუ იჩქარებთ ძველი შეცდომების გამეორებას და ძველი გრძნობების გაცოცხლებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აღსრულებამ ანგარიშები დამიყადაღა” – ბორის ყურუა
  • ხვალ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი
  • „უკრაინა დემოკრატიაა, ეს ეჭვგარეშეა!“ – რა კანონს მოაწერა ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge