საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქდლში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ “ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს”
მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანშვილს “ქართული მაფიოზური სისტემის დირექტორს” უწდებს და ამბობს, რომ თავისიანების დაჭერა და დევნის სანტა-ბარბარა მისი აზრით, ყურადღების გადატანაა მთავარი ბოროტებისგან.
სააკაშვილის განცხადებით, აგვისტოში ივანიშვილი აპირებს “საპარლამენტო კომისიის” დასკვნის გამოქვეყნებას, რომელიც დაადანაშაულებს მას და შესაბამისად საქართველოს “დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში.
“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს
ეს თავისიანების დაჭერის და დევნის სანტა-ბარბარა ჩემი აზრით, არის ყურადღების გადატანა მთავარი ბოროტებისგან, რის ჩადენასაც აპირებს ქართული მაფიოზური სისტემის დირექტორი.
მისი მთავარი ჩანაფიქრია პროვოკაციების მოწყობა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში მონაწილეობის დაბრალება, მათი დაპატიმრება და პარტიების აკრძალვა, ტელევიზიების დახურვა.
7 აგვისტოს, წინ ის უმზადებს დიდ საჩუქარს თავის პატრონებს ეფესბეში, კერძოდ, რუსების მიერ მოგონილ “საპარლამენტო კომისიის” დასკვნის გამოქვეყნება, რომელიც დამადანაშაულებს მე და შესაბამისად საქართველოს “დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში და შესაბამისად საფუძველს შექმნის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივ, დეიურედ, ცნობისთვის.
რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი აგვისტოში – ზუსტად იმავე მიზეზით, რამაც გამოიწვია რუსების ჩვენზე თავდასხმა აგვისტოში. ამ დროს ხალხი ძირითადად ისვენებს, დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა შვებულებაშია და ბოლოს და ბოლოს ძალიან ცხელა და ესეც ხელს შეუწყობს ყურადღების გაფანტვას.
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ყველაფერი, რაც მიმდინარეობს, არის კრემლის ერთიანი გეგმის ნაწილი. რაც ასევე გულისხმობს ჩემთვის მძიმე ბრალდებების წაყენებას, როგორც მაგალითად პრეზიდენტ ზელენსკისთვის და აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებისთვის.
ივანიშვილის ასეთი პროგნოზირებადობა კიდევ უფრო დააჩქარებს ქართველი ხალხის გამარჯვებას.
ძალა ერთობაშია!” – წერს სააკაშვილი.