დასავლეთის 15 სახელმწიფო პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების მოწოდებით გამოდის.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნიუ-იორკში გამართული კონფერენციის შემდეგ, რომელიც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს მიეძღვნა.
ფინეთის, ირლანდიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ლუქსემბურგის, სლოვენიის, მალტის, ანდორის, სან-მარინოს, ნორვეგიის, ისლანდიის, ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში დაგმობილია პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა და გაჟღერებულია მოწოდება მძევლების გათავისუფლების შესახებ.
ხელმომწერები, ამავდროულად, მიუთითებენ ღაზის სექტორში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, სადაც ისრაელი აგრძელებს ოპერაციას „ჰამასის“ წინააღმდეგ და მოუწოდებენ საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ.
ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, იმუშაონ ღაზის სექტორის „მომავლის მოდელზე“, რომელიც მოიცავს მის აღდგენას, „ჰამასის“ განიარაღებას და მისი რეგიონის მართვისგან ჩამოშორებას.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებამ აიღო არაერთი ვალდებულება, მათ შორის არჩევნების ჩატარებისა და მომავალი პალესტინის სახელმწიფოს დემილიტარიზაციის შესახებ.