Tuesday, December 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

ცხოვრებაში რა არ გადამიტანია, რამდენი სისხლი და უბედურება არ მინახავს, მაგრამ ჩემს ნერვულ სისტემაზე ასე არაფერს უმოქმედია – რას იხსენებს რუსუდან შარაძე

November 22, 2021
“კინაღამ ჭკუიდან გადავედი, ისე შემზარა… რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, მამაშენის ერთ-ერთ მკვლელს, სადისტ მეგის ქარდავას თბილისში ჩამოათრევენ და რეაქცია არ გექნებაო, ვეტყოდი…” – რუსუდან შარაძე

მელიქიშვილის გამზირზე ჩაცხრილული აკადემიკოსის, გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“2012 წელს, ციხის კადრები პირველად რომ გავრცელდა, ძალიან ცუდად გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე – გაუპატიურება არ მინახავს, ვერ გავუძელი. პოლიტიკური თავშესაფარი მქონდა, ჟენევაში ვცხოვრობდი ოჯახით და 24 საათი მიჩერებული ვიყავი საქართველოზე – რა იქნება?! ჯერ არ იყო 1 ოქტომბერი დამდგარი. მოკლედ, ცხოვრებაში რა არ გადამიტანია, რამდენი სისხლი და უბედურება არ მინახავს, მაგრამ ჩემს ნერვულ სისტემაზე ასე არაფერს უმოქმედია.
ავიჩემე – პირდაპირ ფსიქიატრთან უნდა წავიდე-მეთქი და წავედი. მიმიღო ფსიქიატრიის დოქტორმა, კარგმა სპეციალისტმა კაცმა. ორი საათი ვილაპარაკეთ. ესწრებოდა ასისტენტიც – პატარა, აზიური წარმოშობის გოგო. ვინ ხართ, მომიყევითო. დავიწყე ნათელი ბავშვობით, გადავედი ლაშაზე, როგორ მოკლეს მძინარე, ვუამბე მამაჩემის ვინაობაზე და ქუჩაში დახვრეტაზე, გიორგის ტრაგიკულ ბედსა და გარდაცვალებაზე, დედაჩემის ავარიაზე და სამთვიან კომაზე, შიშველი ხელებით ბრძოლაზე, თავშესაფარზე და ბოლოს, კადრებზე… ვატყობ, რომ კაცი ცუდადაა, ხოლო ასისტენტს საერთოდ ცრემლები სდის დროდადრო. შეჯამების დრო რომ დადგა, მითხრა – თქვენი სიძლიერე არის თქვენი ბავშვობა, სიყვარულით, ერთგულებით, ზრუნვითა და ინტელექტით გაჯერებული გარემო, თქვენ არ ხართ ჩემი პაციენტი და თუ გნებავთ, ფსიქოლოგთან გაგიშვებთო. – რა უნდა მითხრას, ცუდად ყოფნის რომელი მიზეზის ამოხსნაში უნდა დამეხმაროს, რაც თავად არ ვიცი და რაზეც ყოველ წუთას არ ველაპარაკები ახლობელებს-მეთქი. მართალი ხართ, გეთაყვა, ახლა მე წავედი ჩემს ფსიქიატრთანო და ნაძალადევი ღიმილით დამემშვიდობა.
სასაცილოა ხომ, სატირალი რომ არ იყოს…
ნათელი ბავშვობა – ადამიანის არსი, განმსაზღვრელი მთელი მისი ცხოვრებისა, სულისა და გულისა”, – წერს შარაძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს
  • ოთარ ფარცხალაძის მიმართ საქართველოს მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
  • “თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც…” – ლევან ხაბეიშვილი სასამართლო პროცესზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge