Wednesday, July 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არტემ გრიბულისა და ანასტასია ზინოვკინას საქმეზე მტკიცებულებებს ეძებენ – დაწესდა ჯილდო

July 29, 2025
არტემ გრიბულისა და ანასტასია ზინოვკინას საქმეზე მტკიცებულებებს ეძებენ – დაწესდა ჯილდო

რუსეთის მოქალაქეები, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტირუსულ აქციებს ჩაისა და ყავის დარიგებით უჭერდნენ მხარს, თითქმის რვა თვეა, დაკავებული ჰყავთ — მათ წინააღმდეგ ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით საქმეა აღძრული.

დაკავებულების ადვოკატებმა და მეგობრებმა საჯარო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისინი დაკავებას “პოლიტიკურ ანგარიშსწორებად” აფასებენ და მოქალაქეებს მოწოდებით მიმართავენ, ნებისმიერი მტკიცებულება – მათ შორის ვიდეო, აუდიო, ან მოწმის ჩვენება – მიაწოდონ, რაც მათ უდანაშაულობას დაადასტურებს.

განცხადებაში ნათქვამია:

განცხადება პოლიტიკური პატიმრების საქმის შესახებ

როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო, არა ერთი ადამიანი იმყოფება უსამართლო ტყვეობაში.

პოლიტიკურ პატიმრებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული. ისინი ქაშუეთის ტაძრის წინ, რუსთაველის გამზირზე, უფასო ჩაის და ყავას არიგებდნენ დემონსტრანტებისთვის, რითაც პოლიტიკური რეჟიმისა და რეჟიმის სამსახურში მყოფი ძალოვანი უწყებების ყურადღება მიიქციეს.

2024 წლის 17 დეკემბერს, არტემი და ანასტასია დააკავეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, ხოლო, მოგვიანებით, მტკიცებულებათა გაყალბების (ე.წ. ჩადების) შემდეგ, ცრუ ბრალი წარუდგინეს ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის. დაკავების დროს, მოძალადე პოლიციელებმა არაერთხელ მიუთითეს, რომ დაკავებულები სწორედ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებოდნენ. ანასტასიასა და არტემისთვის წაყენებული ბრალი, სასჯელის სახით, მკაცრ სასჯელს, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.

დაკავების დროს, როცა პოლიციაში დასაქმებულმა ფალსიფიკატორებმა კანონით დადგენილი წესები დაარღვიეს და მტკიცებულებები გააყალბეს, ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე მოქალაქე, რომლებმაც, შესაძლოა, მობილურის საშუალებით გადაიღეს მიმდინარე პროცესი და არსებული კანონდარღვევები. მათ ტერიტორია დატოვეს პოლიციის მუქარის შემდეგ, თუმცა, შესაძლოა, მოახერხეს ვიდეოჩანაწერების შენარჩუნება.

პოლიტპატიმრები დააკავეს 2024 წლის 17 დეკემბერს, ვახტანგ ჩიქოვანის N1-სა და ბუდაპეშტის N48-ს მიმდებარედ, მაღაზიათა ქსელთან „ორი ნაბიჯი“.

იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანების სიმართლე დადასტურდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოპოვებული იქნეს მტკიცებულება, რომელიც ობიექტურად ასახავს დაკავების დროს განვითარებულ მოვლენებს. ეს შეიძლება იყოს ვიდეო/აუდიო ჩანაწერი, მოწმის ჩვენება ან/და პოლიციელთა მიერ კანონდარღვევის ამსახველი სხვა მტკიცებულება.

რეალური სურათის აღდგენა დაგვეხმარება, რომ დავადასტუროთ უდანაშაულო ადამიანების სიმართლე, რომელთაც მოძალადე სისტემა სასტიკად სჯის.

სწორედ ამ მიზნით, ვუხმობთ იმ ადამიან(ებ)ს, ვისაც ინფორმაცია აქვს მომხდარის შესახებ და ვთხოვთ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის/მტკიცებულებების მოწოდებას.

ამასთან, არტემისა და ანასტასიას მეგობრების, მათი ქართველი გულშემატივრებისა და უბრალოდ, საკუთარი სამშობლოს პატრიოტთა მხარდაჭერით, ვაწესებთ ჯილდოს საქმის წარმოებაში (სასამართლოში) გამოსაყენებელი ღირებული ინფორმაციის ან/და მტკიცებულების მოწოდებისთვის.

ნებისმიერი პირი, რომელიც ამგვარ ინფორმაციას/მტკიცებულებას მოგვაწვდის, მათი სასამართლოში გამოყენების შემთხვევაში, მიიღებს ფულად ჯილდოს, 10 000 ლარამდე. ასევე, სრულად იქნება უზრუნველყოფილი ანონიმურობა.

ამასთან, კარგად გვესმის, რომ ასეთ შემთხვევებში, ადამიანის მთავარი მოტივაცია მისი ღირსება და სინდისია, თუმცა, გვსურს, მცირედით მაინც გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება კეთილსინდისიერი ადამიანების მიმართ.

დასაკავშირებლად და ვიდეოს ანონიმურად გამოსაგზავნად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ელფოსტა: HelpForGribul2025@gmail.com

ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 50 13 86 მანანა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბანკების ახალი რეგულაცია, რომელიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდება
  • ფონიჭალიდან გატაცებული 7 წლის ბიჭის მკვლელის ჩვენება – ამბავი, რომელიც წლების წინ საქართველოში მოხდა
  • “მითხრა, რომ ჩემ შვილს მოკლავდა და ამას მაყურებინებდა”- კურტანიძის ყოფილი ცოლი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge