Tuesday, August 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბევრ მათგანს პრობლემები აქვთ საკუთარ შვილებთანაც”- გვარამია განცხადებას ავრცელებს

July 28, 2025
“მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც”– ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აგზავნის, სადაც ამბობს, რომ  “მოსამართლეებმა მასობრივად დაიწყეს პოლიტიკური დაკვეთების გაპროტესტება”, რის გამოც საქმეში სუსი ჩაერთო.

“სასამართლოში დიდი დავიდარაბაა.

მოსამართლეებმა მასობრივად დაიწყეს პოლიტიკური დაკვეთების გაპროტესტება. ყველა პროცესზე (სისხლისაც და ადმინისტრაციულისაც) დარბაზის შესასლველ კართან, ოთკუთხედი შუშის სარკმელში იყურება სუსის თანამშრომელი და თვალმოუშორებლად, მთელი პროცესის განმავლობაში მოსამართლის თვალებში აქვს გაყრილი მზერა. აუცილებლად შემჩნეული გექნებათ, იმ სარკმელთან მისვლა და დადგომა რა რთულია. ხშირად, იქ დგომისთვისაც კი დაუკავებიათ. დადგები თუ არა, ეგრევე აგრესიულ მოქმედებებზე გადადიან მანდატურები. ამბავი კი ისაა, რომ ეს სუსის ტერიტორიაა.

მოსამართლეები ძალიან შეწუხებულები არიან სოციალური იზოლაციით და მოქალაქეების მხრიდან სამართლიანი გულისწყრომით. მათ ყველგან ცნობენ: სამეზობლოში, მაღაზიაში, ქუჩაში, მოკლედ, ყველგან და მძიმე სიტყვებს ეუბნებიან. ბევრ მათგანს პრობლემები აქვთ საკუთარ შვილებთანაც. ამ პრობლემების გამო მოითხოვეს მათ პროცესების დახურვა, მაგრამ არც ამან უშველათ. ამიტომაც სრულად ჩაერთო ამ საქმეში სუსი: ზოგს პირადი ცხოვრებით, ზოგს კორუფციული ფაქტებით, ზოგს ოჯახის წევრების და სხვა ამგვარი ფაქტებით პრესავენ,” – წერია წერილში. 

ამასთან ნიკა გვარამია წერილში წერს, რომ იგივე ხდება სინდისის პატიმრების საქმეების მოწმეებთანაც, რომელთა უმეტესობა სპეცრაზმელი ან პოლიციელია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, 20 ივნისის საქმის გამოძიება “არა მხოლოდ და არა იმდენად გახარიას, არამედ მათ მიმართაა სიგნალი”.

“იგივე ამბები დაიწყო მოწმეების მხარესაც, რომლებიც ძირიადად სპეცრაზმელები და პოლიციელები არიან. 20 ივნისის გამოძიების უცაბედი დაწყება არა მხოლოდ და არა იმდენად გახარიას, არამედ მათ მიმართაა სიგნალი – გაგიხსენებთ ძველ დარბევას და დაგიჭერთ თუ სწორად არ მოიქცევით. მოწმეებთან დაკავშირებითაც მოითხოვს სუსი მოსამართლეებისგან, რომ ისინი არ „გატისკონ“. 

ყველა პატრონიანმა მოსამართლემ შეძლო და დაალაგა კლანთან: მათ ან საქმეები არ ეწერებათ, ან ზემდგომ ინსტანციაში გადაყავთ. თავადაც შეატყობდით: არც ერთი ბობოლა მოსამართლე არ იხილავს საქმეს, არც ერთი იმათგან, ვისაც წინა წლებში პოლიტიკური სასჯელი გამოქონდა. მათ ნაცვლად ახალი და აქამდე უცნობი მოსამართლეები არიან, თან არაადეკვატურად მცირე რაოდენობით. თითო მოსამართეს რამდენიმე მრავალეპიზოდიანი და მრავალბრალდებულიანი საქმე აწერია, რაც სრულიად გამორიცხულია საქმეთა ნორმალური განაწილების პირობებში.
უსინდისოების, სინდისის გაღვიძების მე არ მჯერა. მაგრამ, მათი მხრიდან საზოგადოებრივი რისხვის შიშის  – ძალიან მჯერა. 

ყველაფერი სწორად მიდის.
ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – წერს ნიკა გვარამია. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საკონსულო ოფიცრები უარს განაცხადებენ ვიზის გაცემაზე” – რას წერს აშშ-ის საელჩო
  • ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება – რა ხდება ამ წუთებში?
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge