“პირველების” ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე სუს-ის შენობაში დაკითხვაზე 9 საათის განმავლობაში ჰყავდათ და შენობა შაბათს, მხოლოდ ღამის პირველის ნახევარზე დატოვა. გამოუშვეს, მაგრამ უთხრეს, რომ კიდევ დაიბარებენ. ბურჭულაძე გაუჩინარებულია, მისი ოჯახი კი შეკითხვებს არ პასუხობს.
დაკავებულებს შორის არის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე, რომელიც რამდენიმე კომპანიას ფლობს. პროკურატურა – კერძო კომპანიების გამოყენებით, მოჩვენებითი გარიგებებით და ყალბი დოკუმენტებით – სამედიცინო აპარატურის საფასურის ხელოვნურად გაზრდას ედავება. ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც სამხედო საავადმყოფოსთვის თავდაცვის სამინისტროს უნდა შეეძინა, ბიუჯეტს მილიონ სამასი ათასი ლარით მეტი დაუჯდა. ექსმინისტრის ოჯახის წევრი ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და შესყიდვების კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ღუდუშაური. პროკურატურა სამივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს 7-დან 11 წლამდე ვადით. თავდაცვის შესყიდვების ხელმძღვანელი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. სასამართლო პროცესები ხვალდილითაა ჩანიშნული.
ირკვევა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა პარალელურად საერთო კომპანიას ფლობს დაკავებული ვლადიმერ ღუდუშაურის ძმასთან.