მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის 8 პატიმრის საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მეხსიერების ბარათით (ე.წ. ფლეშკით) მიტანილი “ხმიანი ვიდეოს” ჩართვის ნებართვა გასცა.
პატიმრების ადვოკატებმა სხდომის გადადება მოითხოვეს. მათი განცხადებით, სამართალდამცავებმა დაცვის ქვეშ მყოფებთან პოზიცია უნდა შეაჯერონ.
პროცესზე ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ მოწმემ თავისი ლეპტოპი და ყურსასმენები უნდა მოიტანოს იმისთვის, რომ ვიდეოს ყურსასმენით უყუროს და გადმოსცეს მისი შინაარსი ისე, რომ ვიდეო დარბაზში საჯაროდ არ ჩართონ. მოსამართლე, მჭედლიშვილმა მოწმეს მოუწოდა, მომდევნო სხდომაზე, ყურსასმენები თან იქონიოს.
დღევანდელი სხდომა დასრულდა. გაუქმდა 30 ივლისს ჩანიშნული სხდომაც. მომდევნო პროცესი, განრიგით, 4 აგვისტოს უნდა გაიმართოს.
ცნობისთვის, 8 პატიმრის საქმეზე, მთავარმა გამომძიებელმა არსენ ღუნაშვილმა მოსამართლეს შესთავაზა, საკუთარი მეხსიერების ბარათით მიტანილი ვიდეო წარედგინა, რამაც ადვოკატებში შეშფოთება გამოიწვია.