Saturday, August 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობიდან ხალხის გამოსახლების პროცესი დასრულდა – მოქალაქეთა ნაწილი კომპანიის შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილთან კი მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს

July 25, 2025
თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობიდან ხალხის გამოსახლების პროცესი დასრულდა – მოქალაქეთა ნაწილი კომპანიის შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილთან კი მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს

შპს “ბლექ სი ფროფერთის” წარმომადგენელი იმ პირებზე საუბრობს, რომლებსაც, თვითნებურად დაკავებული ფართების პარალელურად, კერძო უძრავი ქონება გააჩნიათ. თვალჭრელიძის პირველ ნომერში მდებარე ავარიული შენობიდან ხალხის გამოსახლების პროცესი დასრულდა. მოქალაქეთა ნაწილი კომპანიის შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილთან კი მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

თვალჭრელიძის №1, №1ა და №1ბ ნომრებში არსებული შენობა-ნაგებობები, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, დაზიანების კლასიფიკაციის მიხედვით, მეოთხე ხარისხისაა, არსებული სახით მისი ექსპლუატაცია დაუშვებელია და მხოლოდ დემონტაჟს ექვემდებარება. საცხოვრებელი რომ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, ეს ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს. ძველი ქარხნის ავარიული შენობიდან მაცხოვრებლების გამოსახლების აუცილებლობაზე საუბრობს არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი.

კერძო მესაკუთრის უფლებების დაცვასა და, ამავდროულად, ავარიულ შენობაში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოებაზე აკეთებს აქცენტს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი, ურბანისტი ნიკო კახეთელიძეც.

მერია რომ, კანონის მიხედვით, საცხოვრისით მხოლოდ დედაქალაქში ჩაწერილ პირებს უზრუნველყოფს – ამას თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეც განმარტავს.

კერძო საკუთრებიდან მოქალაქეების გამოსახლების პროცესს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი. კახა კალაძემ განმარტა, რომ თვალჭრელიძის №1-ში მცხოვრები, თბილისში რეგისტრირებული 9 ოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ 3 დათანხმდა. მათგან 2 ქირით დაკმაყოფილდა, ერთს კი უარი ეთქვა საკუთრებაში დაფიქსირებული ქონების გამო.

კახა კალაძემ იმ პირთა სიაც წარმოადგინა, რომლებსაც ამ დრომდე სახელმწიფოს მხრიდან უკვე აქვს მიღებული კომპენსაცია – როგორც ფულადი, ისე უძრავი ქონების სახით. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კერძო მესაკუთრის დავასა და საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მუნიციპალური ორგანო ვერ ჩაერევა.

თვალჭრელიძის პირველ ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობები კომპანია შპს “ბლექ სი ფროფერთიმ” 2022 წელს, საინვესტიციოდ შეიძინა, და მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავდა. თუმცა, 2023 წლიდან, მეპატრონეს ხელი საკუთრების განკარგვასა და მართვაში თვითნებურად, უკანონოდ შესახლებულმა მოქალაქეებმა შეუშალეს. კომპანიამ შენობაში შეჭრილები ფართის დატოვებაზე წერილობით და სიტყვიერად არაერთხელ გააფრთხილა, თუმცა – უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, 2023 წლის 8 ნოემბერს “ბლექ სი ფროფერთიმ” საკუთრებაში შეჭრილი პირების გამოსახლების თაობაზე სასამართლოს მიმართა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რაჭაში მდინარე ლათქიშორა ადიდდა – ვრცელდება კადრები
  • “გრიგალმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და ჩახერგა საავტომობილო გზები”- სტიქია კახეთში
  • მოძრაობა იზღუდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge