სურამის გზაზე ავარია მოხდა, – არსებული ცნობებით, სატვირთო დაგორდა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
შემთხვევის დეტალების გასაგებად, “მეტრონომი” შსს-ს დაუკავშირდა.
როგორც შსს-ში განგვიცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.
“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, გარდაცვალება არ ფიქსირდება. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.” – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.