Wednesday, July 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიპლომატებს პოლიტიკოსების სასამართლოზე დასწრების უფლება არ მისცეს

July 22, 2026
დიპლომატებს პოლიტიკოსების სასამართლოზე დასწრების უფლება არ მისცეს

გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ევროკავშირის წარმომადგენელობამ საქართველოში საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მახარობლიძეს ერთობლივი წერილით მიმართა.

დიპლომატები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასამართლო პროცესებზე დასწრებას ითხოვდნენ, რაზეც “პირველების” ინფორმაციით, მათ მოსამართლისგან უარი მიიღეს.

როგორც TV პირველმა გაარკვია, აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა არც ბრალდების მხარე. პოლიტიკოსების ადვოკატები კი ამბობენ, რომ მოსამართლეს უარის თქმის არგუმენტები არც კი დაუსახელებია.

რა წერია ერთობლივ წერილში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეს, თამარ მახარობლიძეს.

ჩვენი ინფორმაციით, თქვენს სასამართლოში ამჟამად მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 318-ე, 319-ე და 321¹ მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებებით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სხდომები საზოგადოებისთვის დაიხურა წესრიგის შენარჩუნების მიზნით.

ამ საქმისადმი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, უმორჩილესად გთხოვთ, მისცეთ ნება საქართველოში ჩვენი საელჩოების აკრედიტებულ წარმომადგენლებს, დაესწრონ სასამართლო სხდომებს დამკვირვებლების სტატუსით.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების განხილვაზე დიპლომატიური დაკვირვება არის ხანგრძლივი და ფართოდ აღიარებული პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობას და საშუალებას აძლევს დაინტერესებულ საერთაშორისო პარტნიორებს, უშუალოდ ადევნონ თვალი მოვლენების განვითარებას. ასეთი დამკვირვებლების დასწრება იქნება სრულიად არამონაწილეობითი და ხელს არ შეუშლის პროცესის წესრიგისდაცვით წარმართვას.

ამდენად, ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნულ საქმეზე ასეთი დაკვირვების ხელშეწყობას”- აღნიშნული იყო წერილში, რომელიც საელჩოებმა სასამარტლოში გაგზავნეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 9900 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა – გადაამოწმეთ მისამართები
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ ვახო სანაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • დიპლომატებს პოლიტიკოსების სასამართლოზე დასწრების უფლება არ მისცეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge