ესაა კატასტროფული შედეგი. ასეულ მილიონობით საბიუჯეტო ფული შეჭამა ფეხბურთის ფედერაციამ და შედეგად მივიღეთ ის, რომ ევროპის 55 ქვეყნიდან მხოლოდ სამ ქვეყანას ვუსწრებთ შიდა ჩემპიონატების რეიტინგში, – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კორუფცია და ღალატი ფეხბურთშიც ჩანს.
“ესაა კატასტროფული შედეგი. ასეულ მილიონობით საბიუჯეტო ფული შეჭამა ფეხბურთის ფედერაციამ და შედეგად მივიღეთ ის, რომ ევროპის 55 ქვეყნიდან მხოლოდ სამ ქვეყანას ვუსწრებთ შიდა ჩემპიონატების რეიტინგში.
ესეც არ გვაკმარეს და ბელარუსის ახალგაზრდული ნაკრებისათვის შესარჩევი თამაშების მიმღები ქვეყანა საქართველო გახდა, გორში ითამაშებენ. მანამდე უნგრეთი იყო. ბელარუსი დასანქცირებულია.
ნაკრები რომ კარგად თამაშობს, ეს ლეგიონერების და მათი კლუბების დამსახურებაა და არა ფეხბურთის ფედერაციის.
კორუფცია და ღალატი ფეხბურთშიც ჩანს.” – წერს რომან გოცირიძე.