“საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, გიორგი ეტლით გადაადგილდება”, -ამბობს პატიმრის გიორგი ბაჩიაშვილის დედა.
ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი ამბობს, რომ მას საკუთარ შვილთან კომუნიკაცია აუკრძალეს და მხოლოდ ადვოკატებისგან გადმოცემით იცის შვილის შესახებ ინფორმაცია.
“მას თავზე აქვს ნაკერები, ასევე ნაკბენები, ადვოკატი მეუბნება, ასე თუ შეეძლო ადამიანს კბენა, ვერ წარმოვიდგენდიო, რა თქმა უნდა, არანაირი ფოტო მასალა არ მინახავს, არც კამერების ჩანაწერები გასაჯაროვებულა, არც მაქვს იმედი, რომ მაჩვენებს ვინმე. ან როგორ გაასაჯაროვებენ, იქ ხომ ყველაფერი ნათლად იქნება, გიორგი ხომ არ შეუვარდა?”- ამბობს ის.
შეგახსენებთ, 14 ივლისს “ტვ პირველმა”გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანაინვესტირების ფონის ყოფილი ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ.