40 წლის თურქი ბიზნესმენი, ჰაკინ თექინი ბათუმის ცენტრში რამდენიმე დღის წინ ხუთი გასროლით ჩაცხრილეს და ადგილზე მოკლეს. ირკვევა, რომ 22 წლის დაქირავებული მკვლელი და მისი თანამზრახველი თექინთან მოპედით მივიდნენ. მოპედის გაჩერების შემდეგ, მკვლელი რესტორნისკენ სწრაფი ნაბიჯით მიდის, მსხვერპლს ადგილზე კლავს და ისევ მოპედით გარბის. შეირაღარებულმა მკვლელმა და მისიმა თანამზრახველმა საზღვარი ჩუმად გადმოკვეთეს ისე, რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდა.
მოკლული ბიზნესმენი სტამბულში უძრავი ქონების ბიზნეს ფლობდაა. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ჰაკინ თექინს მჭიდრო კავშირები ჰქონდა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან. თურქული მედია წერს, რომ თექინი ცნობილი ავტორიტეტის – სედათ ფეკერას მარჯვენა ხელი იყო. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თექინი ფეკერაზე შურისძიების მიზნით დაცხრილეს. მომხდარი კი თურქულ კლანებს შორის ფულის და გავლენების გამო დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდება. 22 წლის მკვლელს, ახლა, 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის დუმს და არ ამბობს ვინ არის მკვლელობის შემკვეთი.
40 წლის კაცი თურქი ბიზნესმენის, დერკან ბაშირის რესტორანში დაცხრილეს. ის აზარტული თამაშების ბიზნესში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და ბათუმში სასტუმროებსა და რესტორნებს ფლობს. ირკვევა, რომ ბაშირი, ფულის გათეთრების გამო, წითელი ცირკულარით არის ძებნლი და საკუთარ ქვეყანაში 18 წლიანი პატიმრობა ემუქრება.