Friday, July 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„წამშალეთ ყველა სოციალური ქსელიდან და თქვენი ცხოვრებიდან, ვინც…“ – გურამ როგავა მიმართვას ავრცელებს

July 18, 2025
„წამშალეთ ყველა სოციალური ქსელიდან და თქვენი ცხოვრებიდან, ვინც…“ – გურამ როგავა მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი გურამ როგავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„უმორჩილესად გთხოვთ, წამშალეთ ყველა სოციალური ქსელიდან და თქვენი ცხოვრებიდან, ვინც ამ დრომდე “იმედის” პროპაგანდისტ, სოფო ბერიძესთან მეგობრობთ. არ მინდა თქვენთან რამე საერთო მქონდეს!
შორს რომ არ წავიდე, მხოლოდ ერთ მიზეზს დავწერ.
8 თვის განმავლობაში ერთხელაც არ გასჩენია კითხვა, რატომ არ იძიებენ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს, ერთხელაც არ დაინტერესებულა, რატომ არიან დაუსჯელები ოცნების ბანდფორმირების იდენტიფიცირებული წევრები, ვგულისხმობ მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის საქმეს.
რაც შეეხება ჩემზე თავდასხმას, – სინდისის პატიმრების დღევანდელ პროცესზე, სპეცრაზმელმა ლაშა გელაშვილმა ღიად თქვა, რომ ყველა ნიღბიანმა, შავფორმიანმა, უნომრო პოლიციელმა იცის ერთმანეთის ვინაობა, სახელი და გვარი.
რა თქმა უნდა, ყველამ იცის, ვინ რა მომენტში და რა დავალება შეასრულა, სისტემაში იციან ვინ დამარტყა, მაგრამ მალავენ.
სისტემაში ყველამ იცის, ვინ გაუსწორდა სასტიკად ალექსანდრე ქეშელაშვილს. იციან, რა წნეხში ამყოფებდნენ აქციაზე მომუშავე რეპორტიორებს, როგორ არჩევდნენ აგრესიის სამიზნეებს ლოგოების მიხედვით.
ასეთი ფაქტების მიჩქმალვაში, ჩვენზე თავდამსხმელების გადამალვაში ამ რეჟიმს ჩვენი ყოფილი კოლეგები ეხმარებიან, ისინი აძლიერებენ და ამყარებენ ქვეყანაში არსებულ განუკითხაობას და უსამართლობას.
რატომ არიან დაუსჯელები სასტიკი ანგარიშსწორების ავტორები, როცა მზია ამაღლობელს სილის გაწვნისთვის 7 წლით უპირებენ ციხეში გამომწყვდევას?!
ამით სოფო ბერიძე ერთხელაც არ დაინტერესებულა, მაგრამ სამაგიეროდ ბეჯითად იზეპირებს ივანიშვილის პარტიიდან გამოგზავნილ კითხვებს, რომელსაც პრესკონფერენციაზე ხუთოსანი პიონერივით, სხაპასხუპით აბარებს კობახიძეს.
ჰოდა, ვინც ამ გოგოს ესალმებით, მე წამშალეთ და დამემშვიდობეთ!
მადლობა! ნახვამდის!
ვიდეო პირველ კომენტარში 👇“, – წერს როგავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძვირადღირებულ საკრუიზო გემზე 140 ადამიანი დაინფიცირდა – ჩაშლილი მოგზაურობის დეტალები
  • “ე.წ. პრემიერის განცხადება არის კიდევ ერთი უტიფარი, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია”- მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს
  • თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge