ბატონო მოსამართლე, განაჩენი რომ გამოუტანეთ სახეზე ხელი რატომ აიფარეთ? სადმე ხომ არ გაეილვა თქვენში სინდისის ნაპერწკალმა? – ასე ეხმაურება მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პატიმრის, ანრი კვარაცხელიას დედა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ ანრი კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ცნობისთვის, ანრი კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.