Friday, July 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ ინიციატივით მივმართავ ხელისუფლებას”- რას სთავაზობს ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნებას”

July 18, 2025
“ამ ინიციატივით მივმართავ ხელისუფლებას”- რას სთავაზობს ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნებას”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალ ქსელში პატიმარ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს.

“2002 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით, სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის საქმიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, სახალხო დამცველის აპარატი და სხვა ინსტიტუტები მონაწილეობდნენ. კომისიამ უმოკლეს ვადებში განიხილა პატიმრების საქმეები და შექმნა სამართლებრივი საფუძველი მათ გასათავისუფლებლად. პატიმრების უმეტესობა პრეზიდენტმა შეიწყალა, ნაწილიც სასამართლომ გაათავისუფლა. კომისიას ძალზედ ნათელი მიზანი ჰქონდა- საზოგადოებაში განხეთქილებისა და დაპირისპირების შემცირება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ახალგაზრდაა დაპატიმრებული, სწორედ ახალგაზრდებს ვგულისხმობ, ვფიქრობ, ამგვარი კომისია დღესაც სასწრაფოდაა შესაქმნელი, მას სათავეში ნეიტრალური პირი უნდა ჩაუდგეს. ასეთი ნეიტრალური პირი მრავალია, მათ შორის მეც ვარ! კომისიამ მაქსიმალური ლმობიერება და ადეკვატურობა უნდა გამოიჩინოს და საზოგადოებაში ღრმა დაპირისპირების მინიმუმამდე დაყვანას უნდა შეუწყოს ხელი. ნათელია, რომ პოლიციელზე ხელის აღმართვა დაუშვებელია, არავინ არ ამართლებს ამას, მაგრამ სიმკაცრე სხვაა და სისასტიკე-სხვა. არ შეიძლება, რომ ჩვენი სიმკაცრე ულმობლობაში გადაიზარდოს. ხვალ და ზეგ ამ თაობამ უნდა მართოს სახელმწიფო, გაბოროტებული თაობა როგორ მართვას შეძლებს? როგორ ქვეყანას ააშენებს? ვფიქრობთ კი ამაზე?… ამ დღეებში “ნეტგაზეთის” რედაქციამ მზია ამაღლობელის საქმეზე კომენტარი მთხოვა. ამაზეც საჯაროდ ვწერ. მზია ამაღლობელს მე პირადად არ ვიცნობ, ჩვენი პროფესიული გზა ისე წარიმართა, რომ არასდროს გვითანამშრომლია ერთმანეთთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზეც განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, ერთ პლატფორმაზე არასდროს ვმდგარვართ. მიმაჩნია, რომ მხოლოდ სილის გაწვნის გამო, 4-დან 7 წლამდე სასჯელი გონივრულ ფარგლებს სცდება, ეს არაა არც სწორი და არც პროპორციული. ასეთი მძიმე მუხლი პატიმრების მწამებლებს ჰქონდათ წაყენებული. განა სილის გაწვნა და პატიმრების წამება ერთი და იგივეა?! ახლა სხვა კუთხით შევხედოთ მზია ამაღლობელის საქმეს. ჩვენ ვცხოვრობთ ქართულ სახელმწიფოში და ერთმანეთს მუდმივად ვუმტკიცებთ, რომ ქართული აზროვნება, ქართული ფასეულობები ჩვენთვის უმთავრესია. ეს კი, ავტომატურად გულისხმობს, რომ საქართველოში მანდილოსნისადმი მამაკაცი ყოველთვის მოთმინებასა და სულგრძელობას იჩენს, ამ კონტექსტში მამაკაცი და მითუმეტეს, პოლიციელი თავად უნდა თვლიდეს, რომ პატიმრობის 6 თვე მზია ამაღლობელისთვის საკმარისზე მეტია და თავად უნდა ითხოვდეს მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.

პირადად ჩემი, იდეალისტური შეხედულებით, ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს ქართული სულგრძელობა და ლმობიერება და მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან. დარწმუნებული ვარ, სპეციალური კომისიის შექმნა საუკეთესო გამოსავალი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც, ხალხისა და ხელისუფლებისთვისაც და უცხოელი მოკავშირეებისთვისაც. ამ ინიციატივით მივმართავ ხელისუფლებას.”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამ ინიციატივით მივმართავ ხელისუფლებას”- რას სთავაზობს ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნებას”
  • “ობლად გაზრდილი, პატიოსანი ახალგაზრდა იყო…“ – ცნობილია, ადიგენში მოკლული ბიჭის ვინაობა
  • პოლონეთიდან 27 ქართველი გამოაძევეს – ცნობილია მიზეზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge