Saturday, July 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კელი და კრამერი ოცნების ანტიამერიკულ კურსსა და აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე წერენ

July 17, 2025
კელი და კრამერი ოცნების ანტიამერიკულ კურსსა და აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე წერენ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი საქართველოზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ, სადაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე წერენ.

სტატიის თავშივე ავტორები მიანიშნებენ, რომ ერთ დროს სამეზობლოში აშშ-ის მთავარი პარტნიორის – საქართველოს, რომლის მოსახლეობა ახლაც პროამერიკულია, მთავრობა აშკარად მოსკოვისკენ იხრება და სულ უფრო მეტად იქცევა რუსეთის რეჟიმის მსგავსად ქართული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების კუთხით.

ავტორები წერენ საქართველოში აშშ-ის ელჩზე რობინ დანიგანზე, რომელიც თავის პოსტს მალე დატოვებს და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე დინამიკა აუცილებელს ხდის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომ სწრაფად დანიშნოს ელჩის შემცვლელი – “ისეთი, რომელიც მკაცრად გააკრიტიკებს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ და პრორუსულ ქცევას”. ისინი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩად უნდა დაამტკიცოს კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც ამას დააკმაყოფილებს.

ამასთან, იან კელი და დევიდ კრამერი აღნიშნავენ, რომ აშშ-ის სენატმა ასევე უნდა მიიღოს კანონმდებლობა, საუბარია MEGOBARI Act-ზე, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ 5 მაისს მხარი დაუჭირა, რომელიც ქართველ მაღალჩინოსნებს დააკისრებს პასუხისმგებლობას ანტიამერიკული ქმედებებისთვის და აჩვენებს აშშ-ის შეშფოთებას საქართველოს ავტორიტარული მმართველობისკენ სვლის გამო.

უსაფრთხოების პარტნიორი

იან კელი და დევიდ კრამერი აღნიშნავენ, რომ სულ რამდენიმე წლის წინ საქართველო აშშ-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პარტნიორი იყო – მან, მიუხედავად მცირე ზომისა, დიდი წვლილი შეიტანა ერაყისა და ავღანეთის მისიებში, ასევე მასპინძლობდა ამერიკულ წვრთნებს, თუმცა, ავტორები ამბობენ, რომ “ეს დღეები წარსულს ჩაბარდა”.

ისინი წერენ, რომ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენით, მკვეთრად ანტიამერიკული კურსი აირჩია – ქართულმა ოცნებამ აშშ ომში ჩათრევის მცდელობასა და “ფერადი რევოლუციის” ორგანიზებაში დაადანაშაულა.

იან კელი და დევიდ კრამერი აღნიშნავენ, რომ ქართულმა ოცნებამ არსებითად შეწყვიტა თანამშრომლობა აშშ-სთან, ასევე, დასავლეთთან – გაყინა ევროინტეგრაცია, დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები, აშინებს სამოქალაქო სექტორს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონით და უახლოვდება რუსეთს, ჩინეთსა და ირანს.

აქ ავტორები მიანიშნებენ, რომ საქართველო აღარ ესწრება NATO-ს სამიტებს, ასევე წერენ ქართული ოცნების მიერ 2023 წელს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასა და ირანის რეჟიმისთვის სოლიდარობის გამოცხადებაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ.

ავტორების თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, ჩინეთის ლიდერის სი ძინპინისა და ირანის ლიდერის – აიათოლა ალი ხამეინის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილი აგროვებს ძალაუფლების ყველა სადავეს, რათა უზრუნველყოს საკუთარი თავისა და რეჟიმის გადარჩენა.

იან კელი და დევიდ კრამერი საქართველოში მიმდინარე პროტესტზეც წერენ და აღნიშნავენ, რომ დასავლეთისგან დაშორების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას. ისინი მიანიშნებენ გამოკითხვებზე, რომელთა თანახმადაც, ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას. მათი თქმით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პროდასავლურად არის განწყობილი და გამოდის ქუჩაში, პროტესტის გამოსახატავად – “სწორედ ეს ხალხი იმსახურებს აშშ-ის მხარდაჭერას”.

კონგრესის კანონმდებლობა

სტატიაში ავტორები აღნიშნავენ, რომ შერჩევითი სანქციების მიუხედავად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საკმარისი არ გააკეთა ქართველი ხალხის დასავლეთისკენ სწრაფვის მხარდასაჭერად და რუსული, ჩინური და ირანული გავლენის შესაჩერებლად. ისინი წერენ, რომ ამ სივრცეში შეიძლება ჩაერთოს კონგრესი და დაამტკიცოს MEGOBARI Act, რომელიც ითვალისწინებს დამატებით სანქციებს ქართული ოცნების მთავრობის ავტორიტარ მმართველებზე.

ამასთან, ავტორების თქმით, ეს კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს და შესაძლებელს გახდის აშშ-ის მხრიდან ინვესტიციების და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერებას იმ შემთხვევაში, “თუ ქართული ოცნება მიატოვებს ანდისავალურ გზას ან ხელისუფლებაში ახალი, უკეთესი მთავრობა მოვა”. ამასთან, აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მოუწოდებს ადმინისტრაციას, შეიმუშაოს 5-წლიანი სტრატეგია აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის.

იან კელი და დევიდ კრემერი კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ საქართველო-აშშ-ის ძლიერი პარტნიორობის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ ქვეყანა შორს წაიყვანა მოსახლეობის უმრავლესობის მიზნისგან – დასავლურ საზოგადოებასთან ინტეგრაციისგან.

მათი მოწოდებაა, რომ ქართველი ხალხის უმეტესობისადმი სოლიდარობის გამოსახატავად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ დანიშნოს ახალი ელჩი საქართველოში და სენატმა დაამტკიცოს MEGOBARI Act – “სანამ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებენ საკუთარ ხალხს და სანამ ამერიკის შეერთებული შტატები სამუდამოდ დაკარგავს მნიშვნელოვან რეგიონულ პარტნიორს”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „კიდევ ერთი საოცრად კეთილი და თბილი ბავშვი დავკარგეთ…“- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • “მეგობარს უთხრა, მალე თეთრ კაბას ჩავიცვამო… გული უგრძნობდა”- ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის გოგოს დედა მიმართვას ავრცელებს
  • კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge