ირაკლი კობახიძემ ევროპის ქვეყნებთან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა […]
შანტაჟია, მე მგონია, რომ კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს. ეს იქნება აბსოლუტურად ირაციონალური. არასწორია ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა და კოლექტიური ნაცმოძრაობა.
თუ ვინმე ასე აყენებს საკითხს, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია. როდესაც გვეუბნებიან, რომ შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალებს უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ეს რა თქმა უნდა მაგას ნიშნავს, რომ შენ გემუქრებიან ჯერ სტაბილურობის, შემდეგ მშვიდობის დაკარგვით. თუ ასე დადგება საკითხი ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას“, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა წერილი, რომელიც ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატმა მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გამოგზავნა.
წერილში ნათქვამია, რომ კომისია რეკომენდაციების შესრულებას სავიზო შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში განიხილავს.